სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მილსადენამდე დასული ვართ - როდიდან მიიღებენ მოქალაქეები წყალს გრაფიკის გარეშე

წყალი გრაფიკის გარეშე ათი ათასობით მოქალაქეებს 25 ივნისიდან მიეწოდება. სოფელ წიწამურთან სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმიდის. ცენტრალური მილსადენის დაზიანებაა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ წყალ-გამანაწილებელი კომპანიის ვარაუდით, პრობლემის აღმოსაფხვრელად კიდევ ხუთი დღე იქენება საჭიროო.

GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი, გიგა ნადირაძე აცხადებს, რომ ინჟინრები უკვე ჩავიდნენ დაზიანებულ მილსადენამდე, პარალელურად გრძელდება ჩამოწოლილი გრუნტის მასის მოცილება.

დაზიანებულია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" მაგისტრალური მილსადენი. ათი ათასობით მოცულობა გრუნტისა, უკვე მოხსნილია და დამუშავებულია.

ამ წუთის მდგომარეობით, მილსადენამდე დასული ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება მილის გათავისუფლება ზედმეტი გრუნტის ნაყარისგან. მოხდება დაზიანებული მონაკვეთის ახლით აღდგენა ჩანაცვლება. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს დაზიანებული მონაკვეთის, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს მილსადენის დათვალიერება შიგნიდან და სპეციალური აღჭურვილობით სკანერის გაკეთება, რათა დადგინდეს ცალკეულ ნაკერში მილსადენს ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა." - თქვა გიგა ნადირაძემ.

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, ნადირაძე დეტალებზე არ საუბრობს.

გამოძიება დაწყებულია ორი მიმართულებით - ერთი მიმართულება შეეხება ჩვენს აქტივზე მიყენებულ ზიანს. მეორე უშუალოდ გარემოსთვის მიყენებულ ზიანს.

ეს იყო გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შესაბამისად გამოძიების დასრულებამდე შეუძლებელია გავაკეთოთ კომანტარი ან ვთქვათ, შეგვეძლო თუ არა წინასწარ, მსგავსი ტიპის პროგნოზირება და თავიდან აცილება"- თქვა მან.

წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება რამდენიმე დღეს დაიწყო.

თბილისის ნაწილი უწყლოდ მას შემდეგ დარჩა, რაც 16 ივნისს სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემა დაზიანდა.

GWP თავდაპირველად აცხადებდა, რომ მილსადენზე გრუნტი მესამე პირის მხრიდან წლების განმავლობაში, 2017 წლიდან, იყრებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100