"გირგვლიანის დეიდაშვილი იყო... ამას წინათ შემხვდა, მგონი კიბო მაქვსო" - ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გუშინ თელავში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის, რეზო კეკელიძის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარებიდან ირკვევა, გარდაცვილილი ქალის ყოფილი ქმარი ბოლო პერიოდში თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, ხშირად გარდაცვლილ დედასაც ახსენებდა და დათრგუნული იყო.
ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი წერს, რომ შუა ხნის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ ნახა. რევაზ კეკელიძემ მას უთხრა, რომ სიმსივნე ჰქონდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილის შესახებ დადებითად საუბრობენ და უჭირთ იმის გააზრება რაც მოხდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თელავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. ის ახლა თელავის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
კომენტარი