“ვენდი” და “დანკინი” 2019 წელს 35 რესტორნით ხვდება
თბილისი, 21 დეკემბერი, 2018 – „ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის ისტორიულ ცენტრში, ლესელიძის ქუჩის დასაწყისში, #54 - ში ლეგენდარული ამერიკული ბრენდის, „დანკინის“ კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფo“ საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს ფლობს, რაც “ვენდისა“ და „დანკინის“ ბრენდის ქვეშ მომუშავე 35 რესტორანს აერთიანებს.
“ახალი „დანკინის“ რესტორანი თავისი ერგონომიკით აბსოლუტურად განსხვავებულია “დანკინის” ყველა სხვა რესტორნისგან. დანკინის ამ რესტორნის შექმნა „ლოფტის“ სტილში გადაწყდა და ის მართლაც უნიკალური გამოვიდა. როგორც ამას “ლოფტის” სტილი ითვალისწინებს, ამ რესტორანში ყველაფერი მოსახერხებელი, პრაქტიკული და ეფექტურია. „ლოფტი“ ამერიკული წარმომავლობისაა. მას ფაბრიკული ნაგებობებიდან, საწყობებიდან, სახელოსნოებიდან დაედო სათავე. ჩვენმა დიზაინერებმა თბილისის ამ ძველ უბანში საგანგებოდ გაასუფთავეს კედლები აგურის ფენამდე, რაც ვიზუალურად კვეთს სივრცეს და რესტორნის მოსაწყობად უმთავრესად ნატურალური მასალები გამოიყენეს. “დანკინის”
ამ რესტორანში ნახატებიც განსაკუთრებულია და
ისინი “დანკინის” თემატიკაზეა სპეციალურად შექმნილი. რაც ყველაზე
მთავარია, ძალზედ სასიხარულოა, რომ პირველი წუთებიდანვე ამ რესტორანმა მიიპყრო როგორც ქართველი ასევე უცხოური ტურისტების ყურადღება. რესტორანში სრულიად ოჯახური გარემოა შექმნილი” აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.
“დანკინი” უდაო ლიდერია საქართველოში ყავისა და ყავის პროდუქტების რესტორნების ინდუსტრიაში. კომპანიის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება რებრენდინგის შემდგომ,
რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. კერძოდ, მთელ მსოფლიოში “დანკინ დონატსის” რესტორნები
მომავალში “დანკინის” ბრენდით იქნებიან წარმოდგენილები
აცხადებს” მშვილდაძე.
კომენტარი