სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შერონ სტოუნის დეჟავიუ 53 წლის ასაკში

შერონ სტოუნმა “ძირითადი ინსტიქტის“ მთავარი სცენა ახალ ფილმშიც გაიმეორა. ახალი ფილმის „ღმერთების თამაშების“ გადაღებისას მან „ახალგაზრდობა გაიხსენა“.

საუბარია მომენტზე, როდესაც გამომძიებლის პირისპირ მჯდომი შერონი ფეხს ფეხზე იდებს. ამ დროს კი მსახიობს ქვედა საცვალი არ აცვია.

შერონ სტოუნი "ღმერთების თამაშებში" ქალღმერთ აფროდიტეს როლს ასრულებს. სურათი ღმერთების ნიუ-იორკში ცხოვრებისა და ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობაში მათი ჩარევის შესახებ მოგვითხრობს. სავარაუდოდ, ეს სცენა მამაკაცებს წარმოსახვას ისევ გაუღვიძებს, როგორც ეს 1992 წელს მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100