სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიძიებთ თუ არა შურს ოკუპანტებზე?

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე!
„ბორჯღალოსნებმა“ შაბათს ეროვნულ სტადიონზე უმძიმეს ბრძოლაში 17:9 დაამარცხეს ესპანეთი და ასე გაინაღდეს 2011 წლის მუნდიალზე თამაში. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ახალ ზელანდიაში ჩატარდება.

ქართველი მორაგბეები ამ გამარჯვებით კვლავაც ინარჩუნებენ პირველ ადგილს ერთა თასის გათამაშებაში. ახლა მათ ორი მატჩიღა დარჩათ – 13 მარტს რუმინეთთან და 20 მარტს რუსეთთან, თუმცა ორივე შეხვედრაში დამარცხების შემთხვევაშიც კი ჩვენების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას არაფერი დაემუქრება.

მართალია, მიზეზი საზეიმოა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ ძალიან ცუდ ორგანიზებაზე: მატჩის დაწყების წინ ისეთი ამბები ხდებოდა სტადიონის ირგვლივ, რომ……

ათასობით ადამიანი უიმედოდ იდგა სალაროების (უფრო სწორად, 3 სალაროს) წინ და ვინ იცის, რამდენი მათგანი სახლშიც კი გაბრუნდა, რადგან უსაშველო რიგში დგომას ბოლო აღარ უჩანდა. არადა, ასეთი რა სირთულეა სალაროების გახსნაში, ნამდვილად ვერ ვხვდებით……

მოკლედ, იმედია, მსგავსი აღარ განმეორდება და ჩვენს ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთხელ მივულოცოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა! გარდა ამისა, მისალოცი ამბავი აქვს ჩვენი გუნდის გამთამაშებელ ბიძინა სამხარაძესაც: თამაშის მიმდინარეობისას მას ქალიშვილი შეეძინა.

თუმცა, ქართველ მორაგბეებს წინ მძიმე და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი თამაში ელის. როგორც უკვე
აღვნიშნეთ, ბორჯღალოსნები 20 მარტს რუსეთის ნაკრებს შეერკინებიან. თამაში თურქეთში ჩატარდება და იმედია, რაგბით მაინც გადავუხდით სამაგიეროს რუსეთს...
კახა შალამბერიძე


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100