ქუთაისის მე-15 საჯაროს სკოლის ყოფილი დირექტორის საქმეს განათლების სამინისტრო შეისწავლის.
ქუთაისის მე-15 საჯაროს სკოლის ყოფილი დირექტორის ნუნუ ცაავას საქმეს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი შეისწავლის.
გავრცელებული ინფორმაციით, ნუნუ ცაავას, რომელიც მინისტრის ბრძანებით რამდენიმე დღის წინ გაანთავისუფლეს, გუშინ სკოლის კუთვნილი დოკუმენტაცია დაწვა, ყოფილი დირექტორის მტკიცებით ეს უბრალო მაკულატურა იყო.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მე-15 სკოლის პედაგოგები ცაავას ფინასურ მაქინაციებში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მან სკოლის ეზოში ფინანსური დოკუმენტაცია დაწვა, რათა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სკოლისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვა დაფაროს.
აღნიშნულ საქმეს განათლების სამინისტრო უკვე სწავლობს და როგორც შაშკინის უწყებაში აცხადებენ, ნებისმიერი კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საჯაროს სკოლის ყოფილი დირექტორი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
კომენტარი