როგორი ამინდი იქნება სექტემბრის ბოლომდე საქართველოში?
სექტემბრის ბოლომდე საქართველოში მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. წელს ეს თვე ნორმასთან შედარებით საკმაოდ ცხელია. ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია დასავლეთ საქართველოში, სადაც 36-38 გრადუსიც დაფიქსირდა.
27 სექტემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 31-36 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში _ 27-32 გრადუსია მოსალოდნელი.
25 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი იქნება, ამიტომ ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და 24-29 გრადუსი იქნება. შემდეგ დღეებში კი ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და 33 გრადუსამდე მიაღწევს.
კომენტარი