ასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - დაღუპულთა რიცხვი 33-ს აღწევს
33-მდე გაიზარდა შეერთებულ შტატებში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ტეხასის, მისისიპისა და ლუიზიანის შტატებში 60-მდე ტორნადო დაფიქსირდა.
უამინდობის გამო ასობით ათასი ოჯახი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები და დააზიანა ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის რიცხვის გაზრდას ვარაუდობს.
კომენტარი