სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილი ლუდი თმას თურმე სასწაულებს უშვება - არ გჯერათ? მაშინ წაიკითხეთ

ლუდის სარგებლობაზე:

ლუდის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია სვია, საფუარი და ალაო. ლუდის საფუარი მდიდარია ვიტამინებით B1, B2 და B6, ასევე, პროვიტამინით D. სვია და ალაო შეიცავს ვიტამინებს PP, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, რკინას და სხვადასხვა ამინომჟავას.

ეს კომპონენტები თმას ძირებიდან კვებავს, აღადგენს დაზიანებულ უბნებს, ბზინვარებასა და სიგლუვეს ანიჭებს მას, ამაგრებს ძირებს, ხელს უწყობს თავის კანის გაჯანსაღებას, ასევე, ეფექტურად ებრძვის ქერტლს.

თუ თქვენ უკვე მოიმარაგეთ ლუდი და მოემზადეთ მის საფუძველზე თმის ნიღბების გასაკეთებლად, არ იჩქაროთ, თავდაპირველად შეისწავლეთ თმის გასაჯანსაღებლად მისი გამოყენების ინსტრუქცია:

1. ყველაზე მეტ სასარგებლო ელემენტს შეიცავს მუქი და გაუფილტრავი ლუდი.

2. მუქმა ლუდმა შესაძლოა თმას ტონალობა შეუცვალოს, ამიტომაც ქერათმიანებს ვურჩევთ, უპირატესობა ღია ფერის ლუდს მიანიჭონ.

3. ლუდს მდგრადი და სპეციფიკური სუნი აქვს. იმისათვის, რომ სუნმა არ შეგაწუხოთ, მასში რომელიმე სასიამოვნო არომატის მქონე ეთერზეთი დაუმატეთ.

4. ლუდი ყველანაირი ნიღბისა და ლოსიონისთვის უნდა იყოს შემთბარი. თბილი ლუდი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას გადასცემს თავის კანსა და თმას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100