ავღანეთში ბრძოლის ველზე სამხედრომ მეორედ იმშობიარა
უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, ავღანეთში ბრძოლის ველზე მეორე სამხედრო ქალბატონის მშობიარობა დაფიქსირდა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამხედრო მოხელე ვერც კი ხვდებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. იგი გუშინ დილით დაკისრებული სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად გაემგზავრა, შედეგად კი ბაზაზე ახალშობილთან ერთად დაბრუნდა.
ორმხრივი სროლის დროს ქალბატონს ტკივილები დაეწყო, მას ეგონა, რომ დაჭრილი იყო, ამიტომ თანამებრძოლებს დახმარება სთხოვა. სამხედროებმა ვერტმფრენი გამოიძახეს, სამედიცინო პირების ადგილზე მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ ქალბატონს მშობიარობა დაეწყო, ეს მომავალი დედისთვისაც სიახლე გახლდათ.
გაირკვა, რომ ქალბატონი ავღანეთში სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად გამგზავრებამდე დაფეხმძიმდა, ბავშვი კი ერთი თვით ადრე მოევლინა ქვეყანას. ამ დროისათვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
კომენტარი