სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაინტერესებთ, საქართველოს რომელ სამ ქალაქს გაუძვირდა წყალი?

რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება.

საქმე ისაა, რომ სემეკმა შპს „ჯივიპის“ და შპს „რუსთავის წყალის“ გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა.

„ჯივიპის“ გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 33 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა, ვისაც მრიცხველი არ უყენია და სულადობრივად იხდის, მათთვის ტარიფი 3.9 ლარიდან 4.5 ლარამდე გაიზარდა. ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფი - 4.4 ლარიდან 6.5 ლარამდე.

რაც შეეხება შპს „რუსთავის წყალს“, გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა. გაუმრიცხველიანებული მომხარებლებისთვის ტარიფი 2.2 ლარის ნაცვლად დაახლოებით 3 ლარი გახდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ნაწილში ტარიფი თითქმის უცვლელია, 3.6 ლარი იყო და 3.7 გახდა.

ცნობისთვის, კომპანია "ჯივიპის" სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი არ აკმაყოფილებს და ის ტარიფი კიდევ უფრო მეტად, 30-40%-ით ზრდა ითხოვდა.

"კომპანია არ ეთანხმება და შესაძლოა აღნიშნული ტარიფები გასაჩივრდეს კიდევაც, თუმცა სერიოზული ანალიზი ჩავატარეთ და მიგვაჩნია, რომ კომპანია ამ ტარიფით შეძლებს მოამარაგოს თბილისი, მცხეთა და რუსთავი უწყვეტი სასმელი წყლით", - აღნიშნავს სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100