ტვინის სავარჯიშოები, რომლებიც გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას და გაგიმახვილებთ გონებას
ტვინის სავარჯიშოები, რომლებიც გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას, გაგიმახვილებთ გონებას და აგიმაღლებთ ინტელექტის დონეს.
მარცხენა ხელის ეფექტი - ეს სავარჯიშო ამყარებს ნერვულ დაბოლოებებს. დაიჭირეთ კომპიუტერის მაუსი მარცხენა ხელში (თუ ცაცია ხართ მარჯვენაში) და იმუშავეთ ასე თუნდაც რამდენიმე წუთი. ასე თქვენს ტვინს ახალი უნარის ათვისებას აიძულებთ. მეცნიერულად დამკიცებულია, რომ ეს სავარჯიშო ავითარებს შემოქმედებით უნარებს და აუმჯობესებს წარმოსახვის უნარს, ამიტომ ჩაანაცვლეთ მარცხენა ხელით მარჯვენა, კბილების გახეხვის, წერის, ჭამისა და სხვა მსგავსი ქმედებების დროს.
კითხვა და კროსვორდები - კროსვორდები ტვინის განვითარებასა უწყობს ხელს და ასტიმულირებს მის აქტივობას. ეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, იკითხეთ, იკითხეთ და კიდევ ერთხელ იკითხეთ სხვადასხვა ჟანრის წიგნები. დაიწყეთ ახალი უცხო ენის შესწავლა და თავი მაქსიმალურად აარიდეთ ტელევიზორს, რადგან ის ტვინის დაჩლუნგებას იწვევს. მეცნიერთა განმარტებით რაც უფრო მეტადაა თქვენი ტვინი დაკავებული მუშაობით ახალგაზრდობაში მით უფრო მცირეა მოხუცებულობაში სკლეროზით დაავადების შანსი, გარდა ამისა აქტიური ტვინი გვიან ბერდება.
სპორტი -ადამიანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტით ბევრად უფრო განვითარებული ტვინი აქვთ ვიდრე იმათ ვისაც ვარჯიში არ უყვარს. კალიფორნიელი მეცნიერების მტკიცებით სირბილისა და ველოსპორტით დაკავებული ადამიანების ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებასა და ათვისების უნარზე ორჯერ მეტი უჯრედია განვითარებული.
გამოცანები, თავსატეხები, პაზლი და ლოგიკური ამოცანები - ეს გახლავთ შესანიშნავი მეთოდი დააძალო ტვინს იმუშავოს და არ დაუქვეითდეს აქტივობა. იგივე ეფექტი აქვს სუდოკუს თამაშსაც.
დღიური - მისი წარმოება საშუალებას მოგცემთ გააფართოვოთ თქვენი მსოფმხედველობა. დაწერეთ თქვენი მოგონებები, ოცნებები, მიმდინარე მოვლენები და ა.შ. საუკეთესო ვარიანტია საკუთარი ბლოგის წარმოებაც, თუმცა თუ ბლოგი არ გაქვთ წერეთ უბრალოდ დღიურში.
კომენტარი