ევროპაში Black Hawk შემოდის
ამერიკულმა კომპანია Sikorsky–მ, აშშ–ს არმიისგან მიიღო დაკვეთა 15 ერთეული UH-60M Black Hawk–ის შესაქმნელად შვეციის თავდაცვის სამინისტროსთვის. კონტრაქტის ღირებულება 207.1 მილიონი დოლარია. შეთანხმების მიხედვით, ყველა თვითმფრინავი 2012 წლის ბოლომდე შევციაში უნდა იყოს. შვეცია პირველი ევროპული სახელმწიფო ხდება, რომლის შეიარაღებაშიც Black Hawk–ი გამოჩნდება.
UH-60M–ს შეუძლია განავითაროს 310კმ–სთ. მისი საბრძოლო რადიუსი 590 კილომეტრია. Black Hawk–ს შეუძლია 1.2 ტონა ტვირთის გადატანა შიდა განთავსებით, ან 4 ტონის, გარე დატვირთვით. თვითმფრინავი შეიძლება აღჭურვილი იყოს 7.72 ან 12.7 მმ–იანი კალიბრის 2 ტყვიამფრქვევით, მართვადი და უმართავი რაკეტებით.
კომენტარი