სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაბალა და მეცნიერება

კაბალა სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდია, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია.

კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა „კაბალას“ წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს მიაწერენ. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება.

მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით, ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს. კაბალას უკანასკნელი ასწლეულის არაერთი ებრაული მოძრაობა ეფუძნება - კერძოდ, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორებიცაა ჰასიდიზმი და რელიგიური სიონიზმი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100