„უკრაინისა და საქართველოს ნატოში არ დაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო“ - ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტელეკომპანია ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტზე საუბრობდა, თქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოში არ დაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ იყო და არც არის. შოლცმა, ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ის თემა, რომელიც ახლა უნდა განიხილებოდეს, სანამ უკრაინაში ვითარების დეესკალაცია არ მოხდება. შოლცი გულისხმობდა 2021 წლის ივნისის ბრიუსელში გამართულ სამიტს, როდესაც ნატომ მხარი დაუჭირა უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების უფლებას, მაგრამ არ მისცა გაწევრიანების ვადა.
კომენტარი