სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართულმა მედიამ ძებნილი ბადრი ბიწაძე ვენაში მოძებნა (ვიდეო)

ტელეკომპანია „რუსთავი–2“–ის ინფორმაციით, ქართულმა მედიამ ძებნილ ბადრი ბიწაძეს ვენაში მიაგნო. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ავსტრიის დედაქალაქში მეუღლესთან და შვილთან ერთად სასტუმრო „გრანდ ოტელში“ იმყოფებოდა.

„რუსთავი–2“–მა "კურიერში" უჩვენა ბადრი ბიწაძე, რომელმაც ვიდეოკამერას თავი აარიდა და პასუხი არ გასცა ჟურნალისტის შეკითხვებს მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძეს დაუსწრებლად 5,6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბიწაძის ადგილსამყოფელი 26 მაისის შემდეგ უცნობი იყო.

ვიდეო: ბმული „კურიერიდან“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100