სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“არ გიტყდება ? რუსთავი ორი რომ არა არავის ემახსოვრებოდი” - აი, რას უწერენ სტეფანე მღებრიშვილს საკუთარ ფეისბუქზე

სტეფანე მღებრიშვილის ფეისბუქ გვერდზე კომენტარები არ ცხრება. საზოგადოებაში დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია მომღერლის იმედში გადასვლამ და „ნიჭიერის“ ჟიურში ყოფნამ. ნიკა გვარამიას სტეფანეს იმედში აგდასვლაზე ასეთი რეაქცია ჰქონდა:

"ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე,სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპებივუტრიალეთ და კონცერტები ვურასკრუტკეთ. და ეს სად წამოსკუპებულა :))) სრულიად ურცხვი ... „ ... „Manana Doi Sofia Nizharadze Giorgi Gabunia ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა,შემოსავალი არა აქვს, ნიჭიერი და გემოვნებიანია და მსგავსი ყ***. აჰა, დატკბით" ........“სადაცდაუძახებენ ყველგან და ყველასთან პროსტიტუტები მიდიან“, - დაწერა გუშინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა დავით იმედაშვილის პოსტზე.

სწორედ ამ პოსტს მოჰყვა საზოგადოებაში ერთი ამბავი, რომელსაც შემდეგ მაია დარსმელიძე ასე გამოეხმაურა:

"სხვის საქციელზე მე არ ვარ პასუხისმგებელი და ალბათ თავად სტეფანე უკეთესად ახსნის თავის საქციელს ან თუ გინდათ - გადაწყვეტილებას. ჩემი ტევე ნაძეჟდას მიმართ დამოკიდებულებაც და პრინციპული პოზიციაც ალბათ ყველასთვის კარგადაა ცნობილი და გასაგები. კონკრეტული პიროვნებებისგან გაღიზიანება და კონფლიქტიც მესმის, მართლა მესმის...
მაგრამ როდესაც ვიღაც ტაშის დამკვრელი პეშკობა რაღაც გაურკვეველი კომენტარებით ცდილობს პოტენციური უფროსის ტრაკზე ოოოდნავ გათავისუფლებული ადგილის ალოკვას და ცეცხლში ნავთის მიწუწებას - აი ესეთი შავკები მეცოდებით. : ) ბევრი ამოგიცანით მსგავსი პადხალიმი კომენტარებით და ვაზელინი პოსტებით სხვადასხვა "დროს" და სხვადასხვა "პლატფორმებზე". ))) ამ შავკებზე მერევა გული, ხელის მოთბობა რომ გადაწყვიტეს "სასარგებლო დროსა და სასარგებლო ადგილას".

შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო შოუ „ნიჭიერმა” ტელეკომპანია „იმედში” გადაინაცვლა. დღეს ცნობილი გახდა გადაცემის ჟიურის წვრების შემადგენლობაც. შოუში მონაწილე კონკურსანტებს საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მსახიობი რუსკა მაყაშვილი, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი და მსახიობი გიორგიბახუტაშვილი შეაფასებენ. (იხილეთ კომენტარების სქრინები)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100