სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში 20 წლის ახალგაზრდა განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს

ვაკეში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1993 წელს დაბადებული პირი, ცხელ კვალზე, მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

დაკავებულმა გვიან ღამით თბილისში, არაყიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებული ლადო დაუშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ლადო დაუშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დანაშაულის იარაღი, „ტე-ტეს” ტიპის პისტოლეტი, 2 მჭიდით და მასში მოთავსებული საბრძოლო ვაზნებით, ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100