"ხალხი დაიღალა, პოლიტიკური სპეკულაციაა" - კობახიძეს სააკაშვილის ცუდად ყოფნის არ სჯერა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა. ირაკლი კობახიძემ საგანგაშო ცნობებს, რომელსაც ექსპრეზიდენტის ადვოკატები და მეგიბრები ავრცელებენ, "პოლიტიკური სპეკულაცია" უწოდა"
ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ არის სიკვდილის საფრთხე, ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხე და ასე შემდეგ, ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი. რეალურად, არავითარი საფუძველი არ აქვთ. შევიდა სახალხო დამცველი და დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანა ციხიდან. ეს არის ხარიელი პოლიტიკური სპეკულაცია.
თავიდან ბოლომდე სასჯელაღსრულების დაწესებულება და საავადმყოფოა პასუხისმგებელი იზრუნოს პატიმრის ჯანმრთელობაზე და ეს ასე გაგრძელდება, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თანაგუნდელების ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია - "ტვ პირველის" კორესპდენტის ცნობით მიხეილ სააკაშვილს "ვივა-მედში" როლატორი მიუტანეს.
კომენტარი