სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედაქალაქის მთავრობის სხდომებს ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება

დედაქალაქის მთავრობის ყველა სხდომას ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი გარესამყაროსთან ურთიერთობას სწორედ თარჯიმნის საშუალებით ახერხებს და მათთვის ინფორმაციის ჟესტურ ენაზე მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ყველა ვთანხმდებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვენ ყოველდღიურ მუშაობაში მათი საჭიროებების გათვალისწინებას ვცდილობთ. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც ქალაქში ხორციელდება, მათზე მაქსიმალურადაა მორგებული. თბილისი უნდა იყოს ინკლუზიური ქალაქი. ამ მიმართულებით, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. როგორც იცით, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კომუნიკაცია მთავარი პრობლემაა და გარემო მათთვის მაქსიმალურად უნდა იყოს ადაპტირებული. ამიტომ, დღეიდან, დედაქალაქის მთავრობის ყველა სხდომაზე ჟესტური ენის თარჯიმანი გვეყოლება," - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100