სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოდელი საკუთარი გარეგნობის გამო ორი წელია შეყვარებულს ვერ პოულობს

ორი შვილის დედა, ბრიტანელი მოდელი ჯენა ტომპსონი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, უკვე ორი წელია, რაც მარტოსულია. ის ირწმუნება, რომ მისი არამიწიერი სილამაზის გამო კაცები იბნევიან და ჯენასთან ურთიერთობას ვერ რსკავენ.

როგორც ჯენა აცხადებს, მამაკაცებს მასთან მხოლოდ გართობა უნდათ, სერიოზული ურთიერთობის კი ეშინიათ. კარგი ბიჭები კი მასთან საუბარსაც ვერ ბედავენ. ის პაემნებიც კი, რომლებსაც ჯენას მეგობრები ჩუმად უწყობენ მამაკაცებთან დასაახლოვებლად, კრახით სრულდება. უკანასკნელი პაემანი ჰქონდა პოლიციელთან, სადაც ტომპსონმა ამოიცნო ის სამართალდამცველი, რომელმაც წინა დღით არასწორი პარკინგის გამო დააჯარიმა.

"მე მომწონს კარგი ფიზიკური მონაცემების, ტატუებიანი ბიჭები, რომლებიც ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობენ. მინდა, რომ ჩემი მომავალი შეყვარებული იყოს შემოქმედებითი, გამორჩეული ინდივიდუალური მანერებით. ჩვენს ურთიერთობას არ უნდა უყურებდეს ზედაპირულად და იყოს ღირსეული" - განაცხადა ბიკინის მოდელმა.

იმის გამო, რომ ჯენას ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ მამაკაცს, რომელიც მზრუნველია და ბავშვები უყვარს. გაცნობის საიტზე მას სწორედ ეს აქვს მითითებული იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც მის პროფილს ათვალიერებენ, თუმცა გამოხმაურება არც ერთისგან მისვლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100