დავით შველიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ქართველი სპორტსმენის წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე. დავით შველიძე, ზედიზედ მეორედ, ტურნირზე "ბრძოლა წესების გარეშე" მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ქართველმა
ძალოსანმა ჰამბურგში გამართულ ტურნირზე ურთულეს ორთაბრძოლაში მძიმე წონით
კატეგორიაში ადგილობრივი სპორტსმენი, ქამრის პრეტენდენტი დაამარცხა და ოქროს
ქამარი შეინარჩუნა.
ქართველი ძალოსანი დღეს სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მას გულშემატკივრები დახვდნენ.
33 წლის დავით შველიძე სამგზის ევროპისა და ახლა უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.
კომენტარი