დამოუკიდებლობის ზეიმზე სომხებს "რუსული ჩექმის" ხილვა არ სურთ (ვიდეო)
განახლებულია: 21.09.2011; 22.45
ერევანში აღლუმი რუსული ჯარის მონაწილეობით მაინც ჩატარდა. როგორც "პიკ.ტვ" იუწყება, დაახლოებით ოცამდე აქტივისტმა პლაკატით: "სომხეთი რუსეთის ნაწილი არ არის" მართლაც სცადა ერევანში მსვლელობის მოწყობა, მაგრამ ისინი პოლიციამ დააკავა.
სომხებს არ სურთ რუსული დროშებისა და ჩექმების ხილვა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე. ამ მიზნით ისინი აქციის "უცხო ჯარებისა და დროშების წინააღმდეგ" ჩატარებასაც გეგმავენ. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ: "ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ უცხო ქვეყნების ჯარებს და დროშებს არაფერი ესაქმებათ ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, ვიწვევთ პროტესტის აღლუმზე".
გიუმრიში დისლოცირებული რუსული ჯარები მიიღებენ მონაწილეობას სომხეთის დამოუკიდებლობის 20–წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესს–მდივანმა განაცხადა, ეს იქნება თავდაცვის სფეროში რუსულ–სომხური თანამშრომლობის ღრმა ფესვების სიმბოლო.
უკვე ჩვეულებად ექცათ რუსულ სამხედროებს აღლუმების გამართვა იმ ტერიტორიებზე, რომელიც მათ თავიანთი გავლენის ტერიტორიებად მიაჩნიათ. ეს კეთდება იმისათვის, რომ ამ ტერიტორიის მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენონ, ვინ არის სახლში უფროსი. სწორედ ასე აღნიშნავდნენ თავიანთ "დამოუკიდებლობას" ცხინვალში. რუსული დროშისა და ჰიმნის ქვეშ.
ვიდეო: "პიკ.ტვ"
კომენტარი