სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩვენი აქ ყოფნა არის გარანტი იმისა, რომ არავის დავუთმობთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს“

თავისუფლების მოედანზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ და ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე ესაუბრებიან.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა გიგა ბოკერიაც და მოქალაქეებს ქვეყნის კოლბიდან მართვისთვის წერილის დასმისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ყველას გვიხარია აქ ყოფნა, იმიტომ რომ ჩვენი აქ ყოფნა არის გარანტია იმისა, რომ არავის დავუთმობთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს, განსაკუთრებით კოლბაში გამომწვდეულ მილიარდერს და მის თოჯინებს.

სასიხარულო მიზეზი არ გვაქვს იმიტომ რომ სამი წელია ვუყურებთ როგორ ანგრევენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ვალია ეს დავსრულოთ.

არ არსებობს ოჯახი, ხელისუფლების ნათესავების გარდა ვისი ცხოვრებაც გაუმჯობესდა, ყველას გაუჭირდა ცხოვრება ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

ჩვენ საერთო მომავალი უნდა ავაშენოთ ერთად და წერილი უნდა დავუსვათ ქვეყნის კოლბიდან მართვას.„ - განაცხადა გიგა ბოკერიამ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100