სს "იბერია რეფრეშმენტსმა" ახალი გამაგრილებელი სასმელი "პეპსი მაქსი" გამოუშვა
ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ბრენდი "პეპსი მაქსი" გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სასმელი ერთი კვირაა რაც ჩამოისხა, მომხმარებლის ფართო აუდიტორიამ შეიძინა. ახალი გამაგრილებელი სასმელის, "პეპსი მაქსის" ჩამოსხმას სს "იბერია რეფრეშმენტსი" ახორციელებს. "პეპსი მაქსი" საქართველოს ბაზრისათვის ახალი უალკოჰოლო, მატონიზირებელი ეფექტის მქონე პროდუქტია, რომელიც დამზადებულია ჟენშენის ნატურალურ ნაყენზე, ნული კალორიის შემცველობით.
გფდგდფჰგდფ
გფდგდფჰგდფ
ახალი სასმელი და სარეკლამო რგოლი კომპანიის მენეჯმენტმა მედიას სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" წარუდგინა.
გფდგდფჰგდფ
გფდგდფჰგდფ
სს "იბერია რეფრეშმენტსის" მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ლევან კასრაძის ინფორმაციით, "პეპსი მაქსი", როგორც ბრენდი, გათვლილია მამაკაცების სეგმენტზე. მისი ჩამოსხმა სულ რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო. "პეპსი მაქსი" ლუდის ფორმის ბოთლში ისხმება და მოცულობით ნახევარ ლიტრს შეადგენს. მისი ღირებულება "პეპსის" ფასის ადეკვატურია. ლევან კასრაძის განმარტებით, მამაკაცებისთვის ასეთი ტიპის სასმელი საქართველოში პირველად ჩამოისხა. "რამდენიმე დღიანი გაყიდვების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, "პეპსი მაქსი" საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი იქნება". კომპანიის მარკეტინგის სამსახურს ჯერ სარეკლამო კამპანია არ დაუწყია, თუმცა ერთი კვირის მანძილზე, რაც "პეპსი მაქსი" ჩამოისხა, გაყიდვების მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია. "პეპსი მაქსი" კომპანიისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტია, ვინაიდან ომის შემდგომ წლებში, როგორც ბიზნესის დანარჩენ სექტორში, გამაგრილებელი სასმელების კუთხითაც გაყიდვების მაჩვენებელი დაეცა. 2008-2009 წელს `პეპსის~ გაყიდვების მაჩვენებელი არც ისე მაღალი იყო, რაც არ ითქმის 2010 წელზე, ვინაიდან ამ წელს "პეპსის" გაყიდვებმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
გფდგდფჰგდფ
"პეპსი მაქსი" კი მისი არსებობის მანძილზე გაყიდვებით ლიდერობს. ახალი გამაგრილებელი სასმელი ამ ეტაპზე 0.5 და 2-ლიტრიანი პეტის შეფუთვით გამოდის, ხოლო უახლოეს მომავალში "პეპსი მაქსი" 0.2-ლიტრიანი მინის ბოთლში, 0.33-ლიტრიან ქილაში და 1,25-ლიტრიან პეტის ბოთლში ჩამოისხმება.
"პეპსი მაქსი" კი მისი არსებობის მანძილზე გაყიდვებით ლიდერობს. ახალი გამაგრილებელი სასმელი ამ ეტაპზე 0.5 და 2-ლიტრიანი პეტის შეფუთვით გამოდის, ხოლო უახლოეს მომავალში "პეპსი მაქსი" 0.2-ლიტრიანი მინის ბოთლში, 0.33-ლიტრიან ქილაში და 1,25-ლიტრიან პეტის ბოთლში ჩამოისხმება.
"პეპსი მაქსი" უკვე გახდა ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე მოთხოვნადი ბრენდი, ქართული და ევროპული ბაზარი ერთმანეთს ჰგავს, შესაბამისად "პეპსი მაქსზე" მოთხოვნა საქართველოშიც დიდი იქნება", – მიაჩნიათ კომპანიაში. "პეპსის" კომპანია საქართველოში უკვე ცხრა სახეობის უალკოჰოლო სასმელს უშვებს და ადგილობრივი ბაზრის გარდა პროდუქციის რეალიზაციას ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებით სომხეთშიც ახორციელებს. საქართველოს ბაზარზე კომპანიის წილი 30%-ს შეადგენს.
დსფსდფსდფ
გფდგდფჰგდფ
პროდუქტის ხარისხიანობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ოფისი კომპანიაში მრავალსაფეხურიან კვლევებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.
პროდუქტის ხარისხიანობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ოფისი კომპანიაში მრავალსაფეხურიან კვლევებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.
დსაფსაფ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)
კომენტარი