დაიცავით ბავშვის კანი სისველისგან!
სიახლე "ჩიკოვიტასგან"! - საუკეთესო ხარისხის ბავშვის საფენები
"ჩიკოვიტას" ბავშვის საფენებს ისრაელში კომპანია "PRODUCTS FOR PEOPLE” აწარმოებს, რომელსაც ბავშვების, დიდებისა და ქალის ჰიგიენური საფენების წარმოების 25-წლიანი გამოცდილება აქვს.
"ჩიკოვიტას" ბავშვის საფენებს ისრაელში კომპანია "PRODUCTS FOR PEOPLE” აწარმოებს, რომელსაც ბავშვების, დიდებისა და ქალის ჰიგიენური საფენების წარმოების 25-წლიანი გამოცდილება აქვს.
2003 წლიდან კომპანია ISO სერტიფიკატის მფლობელია, რაც იმის დასტურია, რომ მისი პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
"ჩიკოვიტა" ბავშვის მოვლის საუკეთესო საშუალებებს გვთავაზობს, რომლებიც მხოლოდ ბუნებრივ ნედლეულზეა დამზადებული. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნებში მასზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.
დღესდღეობით კომპანია ბავშვის საფენებს მსოფლიოში ცნობილი არაერთი ბრენდისთვის აწარმოებს. მისი პროდუქცია ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აზიისა და წყნარი ოკეანის მრავალ ქვეყანაში იყიდება. "ჩიკოვიტას" ნაწარმი საქართველოშიც უკვე ძალზედ პოპულარულია.
ჩიკოვიტას პროდუქტი მრავალფეროვანია: სველი საწმენდები, შამპუნი, ბადუზანი, საფენქვეშა კანის დამცავი საცხი, ბავშვის ტანის ლოსიონი და ახალი პოზიცია - საფენები.
პატარას კანი ნაზია და იოლად ღიზიანდება, ამიტომ ხარისხიანი საფენი ზაფხულში განსაკუთრებით სჭირდება.
* "ჩიკოვიტას" საფენი მაღალი ხარისხის ნედლეულისგან არის დამზადებული. კარგად ატარებს ჰაერს, შესაბამისად, ბავშვის კანი საფენქვეშაც ჩვეულებრივად სუნთქავს.
* საფენი თითქმის 100%-ით იწოვს სითხეს და პატარას ნაზი კანი მუდმივად მშრალია.
* სითხე საფენიდან არ ჟონავს, რადგან მას ელასტიური, რბილი და მოქნილი ბოლოები აქვს
* რაც მთავარია, "ჩიკოვიტას" საფენი არ აღიზიანებს კანს. შესაბამისად ბავშვი, რომელსაც "ჩიკოვიტას" საფენს ახმართ, ყოველთვის ხალისიანი და მშვიდი იქნება.
ასე რომ, იზრუნეთ თქვენი პატარას კომფორტზე, მშვიდ ძილსა და სიმშრალეზე.
"ჩიკოვიტას" ბავშვის საფენები ხელმისაწვდომი ფასითა და მოხერხებული შეფუთვითაც მოგხიბლავთ.
საფენები ახალი შემოსულია "ავერსის" სააფთიაქო ქსელში. საზაფხულოდ კომპანია "ავერსი" ქართველ მომხმარებელს შესანიშნავ სიურპრიზს სთავაზობს: მთელი შეკვრა საფენის შეძენისას საჩუქრად მიიღებთ "ჩიკოვიტას" ბავშვის სველ საწმენდს. თითოეულ პაკეტში 72 ცალი სველი საწმენდია. ის ფაქიზად წმენდს ბავშვის ნაზ კანს და სასიამოვნო სურნელს ანიჭებს. საწმენდი მკვრივი, მაღალი ხარისხის, ბუნებრივი ჰიპოალერგიული მასალისგან არის დამზადებული და ზომიერად გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით გამოირჩევა. გავლილი აქვს დერმატოლოგიური ტესტირება. ამ საწმენდით ბავშვს შეგიძლიათ გაუწმინდოთ არა მხოლოდ მთელი სხეული, არამედ სახეც. საწმენდი აცხრობს კანის გაღიზიანებას; მასში შემავალი ალოეს ექსტრაქტი კანს გამოშრობისგან იცავს და ნატურალურ PH-ს უნარჩუნებს. საწმენდი ტანსაცმელზე ლაქებს არ ტოვებს.
გაუკეთეთ საჩუქარი თქვენს პატარებს - შეიძინეთ "ჩიკოვიტას" საფენები და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენს პატარას არც სისველე შეაწუხებს და არც კანი გაუღიზიანდება!
"ჩიკოვიტას" საბავშვო სერიაში შედის ასევე სველი საწმენდი გელ-ფორმულა. შეფუთვაში 64 ცალი საწმენდია. გამოირჩევა ზომიერად გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით, ამშვიდებს კანს და აღადგენს ნატურალურ PH-ს.
ამავე სერიის პროდუქტია საფენქვეშ კანის დამცავი საცხი, რომელიც მაღალი ხარისხის ნატურალური ზეითუნის ზეთისა და აფრიკული შეას ნაყოფის ზეთისგან არის დამზადებული. საცხი საფენქვეშ კანის საიმედო დაცვას უზრუნველყოფს. ამასთანავე, მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედებაც ახასიათებს. ის ატენიანებს, ამშვიდებს და მთელი დღის განმავლობაში იცავს ბავშვის სათუთ კანს.
ცრემლების გარეშე ბავშვისთვის ბანაობა სასიამოვნო და სახალისო რომ იყოს, "ჩიკოვიტას" დასაბანი საშუალებები გამოიყენეთ."ჩიკოვიტას" კიდევ ერთი პროდუქტია ბავშვის შამპუნი, რომელიც მაღალი ხარისხის ნატურალურ ზეითუნის ზეთზეა დამზადებული, არ აღიზიანებს თვალის ლორწოვანს და არ იწვევს ცრემლდენას, ეს კი ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შამპუნი შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, რომელიც არეგულირებს თავის კანში ნივთიერებათა ცვლის პროცესს. მასში შემავალი აქტიური ნივთიერებები და ვიტამინები აღადგენს კანის ნატურალურ PH-ს და, რაც მთავარია, მისი გამოყენება ახალშობილის დასაბანადაც შეგიძლიათ.
"ჩიკოვიტას" ბავშვის ბადუზანი (ტანის დასაბანი კრემი) არ შეიცავს საპონს და არ იწვევს ცრემლდენას თვალში მოხვედრისას. ისევე, როგორც "ჩიკოვიტას" ყველა პროდუქტი, ისიც ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ. საუკეთესოდ ატენიანებს, არბილებს, იცავს და ამშვიდებს ბავშვის კანს.
"ჩიკოვიტას" ბავშვის ტანის ლოსიონი კანს დიდი ხნით არბილებს და ანოტივებს. ამასთანავე, მასში შემავალი აქტიური ნივთიერებები ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედებით გამოირჩევა. ლოსიონი შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, რომლებიც კანს სიგლუვეს ანიჭებს და აძლიერებს მის დაცვას. ასე რომ, შეიძინეთ "ჩიკოვიტას" პროდუქცია ავერსის და სხვა აფთიაქებში და დაიცავით თქვენი პატარა ალერგისა და კანის გაღიზიანებისგან!
"ჩიკოვიტას" ბავშვის ტანის ლოსიონი კანს დიდი ხნით არბილებს და ანოტივებს. ამასთანავე, მასში შემავალი აქტიური ნივთიერებები ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედებით გამოირჩევა. ლოსიონი შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, რომლებიც კანს სიგლუვეს ანიჭებს და აძლიერებს მის დაცვას. ასე რომ, შეიძინეთ "ჩიკოვიტას" პროდუქცია ავერსის და სხვა აფთიაქებში და დაიცავით თქვენი პატარა ალერგისა და კანის გაღიზიანებისგან!
კომენტარი