სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონარდო დი კაპრიო ისევ მარტოხელა და "ვაკანტურია"

ლეონარდო დი კაპრიო შეყვარებულს კიდევ ერთხელ დაშორდა.

36 წლის მსახიობი და მისი მეგობარი გოგონა, მოდელი ბარ რაფაელი, უკვე ექვსი წელია ერთმანეთს ხვდებიან და ძალიან ხშირად ჩხუბობენ.

ბარმა და ლეომ საღამო ცალ-ცალკე გაატარეს. დი კაპრიო „კრისტის“ აუქციონს ეწვია და სალვადორ დალის ნამუშევარი 1,2 მილიონად შეიძინა. ბარი კი ამ დროს ნიუ-იორკულ კლუბში მეგობრებთან ერთად ერთობოდა.

რაფაელი შეყვარებულზე 11 წლით უმცროსია. მათი ნიშნობის შესახებ ჭორები ძალიან ხშირად ვრცელდება, მაგრამ ეს ჭორები მას შემდეგ გაქარწყლდა, რაც დიკაპრიოსა და რაფაელის დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100