სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინელები ქვეყანაში რეფორმებს ითხოვენ

დასავლურმა პრესამ ჩინეთიდან მიღებული საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: ყოფილმა ჩინოვნიკებმა და სახელმწიფო მედიის წარმომადგენლებმა ჩინეთში, ხელისუფლებას მეტად თამამი განცხადებით მიმართეს. ამ განცხადების მიხედვით, ხელმომწერები კატეგორიულად მოითხოვენ პარტიისა და მთავრობისაგან ქვეყანაში არსებული ცენზურის მოხსნას. "ამბოხებულებმა" საკუთარი ნაბიჯი იმით ახსნეს, რომ სიტყვის თავისუფლების გარეშე ჩინეთის მოდერნიზაცია ვერ მოხდება.
დსფჯკსდლფჯსდკფჯსლ
წერილის დაწერის მიზეზად ქვეყნის ოცდასამმა ცნობილმა ადამიანმა დაასახელა სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ჩინეთის პრემირ-მინისტრის, ვენ ცზიბაოს საჯარო გამოსვლების გარშემო. უკანასკნელ პერიოდში ეს ჩინოვნიკი კატეგორიულად აცხადებს, რომ პოლიტიკური რეფორმების გარეშე ჩინეთი არა მხოლოდ შეწყვეტს თავის განვითარებას, არამედ დაკარგავს უკვე არსებულ პოტენციალსაც.
დსფჯკსდლფჯსდკფჯსლ
ჩასაფრებული დასავლური სამყარო ამ ინფორმაციამ მეტად გაახარა. როგორც გაირკვა, ჩინური სახელმწიფო, და არა მხოლოდ სახელმწიფო მედია, პრემიერ-მინისტრის მსგავს გამოსვლებს მკვეთრად შეკვეცილი ფორმით ბეჭდავს. ევროპული და რუსული პრესა წერს იმის შესახებ, რომ ჩინეთის მოქალაქეებმა, მაგალითად, ვერ შეძლეს მოესმინათ, ან წაეკითხათ პრემიერის ასეთი ფრაზა: "დაცვის და უფლებების გარეშე, რომელიც ჩვენ უნდა მოგვცეს პოლიტიკურმა რეფორმებმა, ჩინეთის ეკონომიკური განვითარება ვერ მოხდება, ხოლო ქვეყნის მიზანი – მოდერნიზაცია, ასევე ვერ იქნება რეალიზებული".
დსფჯკსდლფჯსდკფჯსლ
განცხადებაზე ხელმომწერები დაინტერესდნენ: რა შეიძლება ხდებოდეს ზოგადად ქვეყანაში, თუ გაზეთებში და ტელეეთერში თვით პრემიერ-მინისტრის საჯარო გამოსვლების ტექსტიც კი ცენზურდება? ამ კითხვაზე მათთვის პასუხი ჯერ არავის გაუცია. პრემიერის გამოსვლებს კი კვლავ აქტიურად აცენზურებს პროპაგანდის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელსაც ჩინელები "უჩინარ შავ ხელს" უწოდებენ.
დსფჯკსდლფჯსდკფჯსლ
ამ წერილის შესახებაც ვერავინ გაიგებდა დასავლეთში, რომ არა "უჩინარი ხელისათვის" ნაკლებად კონტროლირებადი ინტერნეტი. წერილი არცერთმა ჩინურმა გაზეთმა არ გამოაქვეყნა, მაგრამ აქტიურად განთავსდა სხვადასხვა ფორუმებზე, ბლოგებზე, დაიგზავნა ელექტრონული ფოსტით. უკვე რამდენიმე დღეში ჩინელების ამ მიმართვის შესახებ იცოდა მთელმა მსოფლიომ და ის ბრიტანულმა "გარდიანმაც" გამოაქვეყნა.
დსფჯკსდლფჯსდკფჯსლ
ჩინეთით დაინტერესებული ანალიტიკოსები მიმდინარე მოვლენებში ჯერ კარგად ვერ გარკვეულან. არ არსებობს ზუსტი პასუხები კითხვებზე, თუ რა მოვლენები ვითარდება ამჟამად ქვეყნის შიგნით და იგეგმება თუ არა რაიმე სახის რეფორმები. დასავლეთი კვლავ ძველებურად ცდილობს ამ მიმართულებით მოახდინოს გავლენა ჩინეთზე. პრემიერის განცხადებების შემდეგ კი, დასავლეთში საკმაოდ გამოცოცხლდნენ.

თუმცა, სავარაუდოდ, ჩინეთის ხელისუფლებას ესმის, რომ გარკვეული რეფორმები, მართლაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის. ალბათ, იგეგმება კიდეც ჩინეთის პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაცია, თუმცა სწრაფი და რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100