სამ ადამიანს შესასვლელში ესროლა, ორს ქუჩაში, გარდაცვლილთა შორის არასრულწლოვანი გოგონაა - მეზობელმა, ოჯახის ყველა წევრი დახოცა
უცნაური და ტრაგიკული შემტხვევა მოხდა რუსეთში, რიაზანის მახლობლად, სოფელ ელატმაში.
ადგილობრივმა მკვიდრმა 5 მეზობელი, ოჯახის ყველა წევრი დახოცა. შემთხვევა 4 აპრილს მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემები იუწყებიან.
წინასწარი მონაცემებით, მამაკაცი ღამის 22:00 საათის შემდეგ, ერთ-ერთი მეზობლის ბინაში ხმაურმა (სავარაუდოდ, მაღალი მუსიკის ხმამ) შეაწუხა.
32 წლის ეჭვმიტანილმა სამი ადამიანი იარაღიდან გასროლით სახლის შესასვლელში მოკლა, კიდევ ორი კი ქუჩაში. მიყენებული ჭრილობები იმდენად სასიცოცხლო იყო, რომ ხუთივე ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის არასრულწლოვანი გოგონა იყო.
ამ დროისთვის მამაკაცი დააკავებულია. სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტის გარემოებებს აფასებენ.
უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი