"დოიჩე ველესთან ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა ნაციონალური მოძრაობის ერთ კვირიანი მასკარადი ვითომდა მათ კონსტრუქციულ გეგმებზე"
"დოიჩე ველესთან ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა ნაციონალური მოძრაობის ერთ კვირიანი მასკარადი ვითომდა მათ კონსტრუქციულ გეგმებზე. მან პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დაანონსა, ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება.
ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი, არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობას დაწყებას გვპირდება. ყველასათვის ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი მიზანი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშაძემ საკუთარ ინტერვიუში. დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს 7 ნოემბრის, ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს. სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ქართველ ხალხთან ერთად არის და იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში აღარასდროს განხორციელდება ნაციონალური მოძრაობის რევანშისტული, რევოლუციური ზრახვები და არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას. ამის პირობას ვაძლევთ თითოეულ მოქალაქეს"- კახა კალაძე.
კომენტარი