სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს სცადეთ რაიმე ახალი ნებისმიერ სფეროში, შესაძლოა ყველაფერი სასიკეთოდ განვითარდეს. დაივიწყეთ დროებით ახლობელ-მეგობრებთან ტელეფონითა თუ სოციალური ქსელებით საუბრები.

კურო

სასურველია მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ინტერესებს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, თქვენი ძალისხმევა ძალიან კარგად აისახება განწყობაზეც და საკმაოდ ოპტიმისტურ ტალღაზე გადაერთვებით.

ტყუპები

ნუ გადატვირთავთ მხედველობას დ ამოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ თანამშრომლების მიმართ და საჭირო შემთხვევაში გაუზიარეთ გარშემომყოფებს თქვენი ცოდნა და გამოცდილება.

კირჩხიბი

მოულოდნელი ინფორმაციის მიღება და შესაძლო მგზავრობა თავდაყირა დააყენებს თქვენს გეგმებს. თავი ხელში აიყვანეთ და მოთმინებით დაელოდეთ ცვლილებებს, აუცილებელია ამტანობა და ფიზიკური ძლიერება.

ლომი

კარგად ჩამოაყალიბეთ უახლოესი მიზნები და თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გასწიეთ წინ, მიდით ჯერ ერთ მიზანთან, მოსინჯეთ საკუთარი ძალები და გაიაზრეთ თუ რომელი მიმართულებით იქნება სვლა უფრო მომგებიანი და პერსპექტიული.

ქალწული

სასურველიაგონებრივგადაღლილობასფიზიკურიშრომითუწამლოთდაპირიქით, ფიზიკურიშრომარაიმეგონებრივისასიამოვნოსაქმიანობითჩაანაცვლოთ. ამგვარად მარტივად მოახერხებთენერგიებისდაბალანსებას.

სასწორი

შესაძლოა, შეცვალოთ გეგმა რაღაც საკითხთან მიმართებაში, რადგან უახლოესი ინფორმაციული სიახლეები საშუალებას მოგცემთ უფრო ეფექტურად დაძალისხმევის გარეშე გადაჭრათ პრობლემები.

მორიელი

შეეცადეთარანარირი ფორმით არჩაერიოთსხვათასაქმეებში, არცრჩევებითდაარცფინანსურიკუთხით. იზრუნეთთქვენიიდეებისრეალიზებითვისდა თქვენი დრო და ენერგია მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართეთ.

მშვილდოსანი

პროდუქტიული და წარმატებული დღე გექნებათ თუ ზედმეტ დროს არ დახარჯავთ წვრილმანებზე და არაფრისმომტან გარჩევებზე. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმითა და საქმისა თუ სირთულეების გონივრული გააზრებით თქვენთვის შეუძლებელი არაფერი იქნება.

თხისრქა

ნუ გადაყვებით საკუთარ თავს, საკუთარი ნტერესებს და ცოტა სხვებზეც იფიქრეთ. სასურველია ახლობლებს თქვენი სითბო და სიყვარული, მზრუნველობა და პატივისცემა აგრძნობინოთ და უფრო ჰარმონიული გახადოთ ურთიერთობები შინ თუ გარეთ.

მერწყული

იმოქმედეთ გონივრულად და თავდაჭერილად. ნუ გათამამდებით და ბევრს ნუ მოინდომებთ ერთბაშად როგორი მაცდუნებელი წინადადებიანი საქმეც რომ შემოგთავაზონ. ნუ გამოიყენებთ სამყაროს კეთილგანწყობას გაუაზრებლად და ამპარტავნულად.

თევზები

იმოქმედეთ ისე, რომ ნებით თუ უნებლიედ სხვები არ გაანაწყენოთ და ნეგატიური ემოციები არ გამოიწვიოთ გარშემო მყოფებში, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ თავად ჩაიდოთ წყენა და ბოღმა გულში. ლმობიერება და დიდსულოვნება საუკეთესო გამოსავალია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100