სტივ ჯობსის უნომრო, ვერცხლისფერი Mercedes-Benz SL55 AMG ისევ მის სახლთან დგას
ეს მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული, ახირებული გენიოსის უკანასკნელი ახირება იყო: თითქოს პატრონი სამუდამოდ კი არა, დროებით გავიდა და მალე დაბრუნდება...
ფოტო სულ რამდენიმე დღის წინაა გადაღებული – „მერსედესი“ ისევ სტივ ჯობსის სახლთან დგას და პირველივე, რაც თვალში მოგხვდებათ, ისაა, რომ მანქანას ნომერი არა აქვს. კიდევ უფრო დაკვირვებულები იმასაც შეამჩნევენ, რომ ფოტოზე „მერსედესის“ 2008 წლის მოდელია აღბეჭდილი და სამართლიანადაც იკითხავენ (მათ ვგულისხმობ, ვინც დეტალები არ იცის): „როგორ, სტივ ჯობსი 2008 წლიდან უნომრო მანქანით დადიოდა და აშშ–ის პოლიცია ამას პატიობდა? წარმოუდგენელია...“
ვისაც ეს კითხვა გაუჩნდება, მართალიც იქნება – აშშ–ში მსგავს რამეს არავის პატიობენ. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ახირებულ გენიოსებს უყვართ ახირებების ასრულება და ამისთვის კანონში ხვრელებსაც პოულობენ, რომლებსაც სათავისოდ იყენებენ – დიახ, სტივ ჯობსის მანქანას არასდროს ჰქონია ნომერი, მაგრამ ის პირნათელი იყო კანონის წინაშე და ეს არ იყო კანონდარღვევა...
აშშ–ის კანონების მიხედვით, ახალი ავტომობილის მფლობელი ვალდებულია სანომრე ნიშნები მანქანას მისი ყიდვიდან 6 თვის განმავლობაში მიამაგროს. სტივ ჯობსი კი სალიზინგო კომპანიას მოელაპარაკა და ყოველ 6 თვეში ერთხელ ცვლიდა საკუთარ მანქანას – ზუსტად ისეთივეზე... ამის შესახებ სრული სერიოზულობით განაცხადა Apple-ს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა – ჯონ კალასმა.
საიდუმლოდ დარჩა, რა აზრს დებდა სტივ ჯობსი უნომროდ სიარულში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ახირებაში ის წელიწადში ორჯერ სოლიდურ თანხას ხარჯავდა...
კომენტარი