პაპარაცებმა ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანტიკული კადრები დააფიქსირეს (ვიდეო)
ვარსკვლავური წყვილის - ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მიმართ პაპარაცების ყურადღება არ ცხრება. ბოლოს ისინი ლოს-ანჯელესში, სუშის ცნობილ რესტორანში, Nobu Malibu-ში დააფიქსირეს.
წყვილი რესტორანს ჯენიფერის დის, ლინდა ლოპესის დაბადების დღის აღსანიშნად ესტუმრა. წვეულებას მომღერლის ტყუპი შვილი, 13 წლის ემი და მაქსიმილიანიც ესწრებოდნენ, რომელიც ლოპესმა 2008 წელს, მარკ ენტონისგან გააჩინა.
როგორც წყარო ტაბლოიდებს უყვება, ჯენიფერ ლოპესის შვილებს აფლეკთან თბილი ურთიერთობა აქვთ.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთმანეთს 17 წლის წინ დაშორდნენ. მათ ურთიერთობა ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ აღადგინეს, რაც მომღერალი საქმროს, ალექს როდრიგესს დაშორდა.
კომენტარი