"ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეცოდება ყაზტრანსგაზის ის ორი საბრალო თანამშრომელი, ახლა რომ ასამართლებენ, ფუუუ, დამპალი ქვეყანა"
გურამ შეროზია, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც ყაზტრანსგაზის ორი თანამშრომელი დააკავეს, ამასთან დაკავშრებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
"- არავინ კითხულობს, ჰქონდათ თუ არა შესაბამისი კომპეტენცია
- დანადგარები, რომლებიც ამოწმებენ რამეს
- რა დირექტივები ჰქონდა ზემოდან
- თუნდაც მართლა გულგრილად მოკიდებოდნენ საქმეს, მხოლოდ ამათი ბრალია ყველაფერი ანუ.
ყველამ, ყველამ ამ ორ, დაბალ ღობეს შეაწმინდა ხელი. არც სახელმწიფოა დამნაშავე, არც უპასუხისმგებლო ყაზტრანსგაზი, აი ეს ორი კაცი ყოფილა სამშობლოს გამყიდველები მხოლოდ. გასაგებია, რომ ამათი დანაშაულიც იკვეთება, ანუ მორჩა?
დაიჭერენ და "მოგვარდება პრობლემა", აღარავინაა აღარაფერზე პასუხისმგებელი, სამართალი აღსრულდა, ყოჩაღ! ფუუუ, დამპალი ქვეყანა!"
კომენტარი