საკადრო ცვლილებები პროკურატურაში - თანამდებობები დატოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის და ფოთის პროკურორებმა
საკადრო ცვლილებებია პროკურატურაში. არსებული ინფორმაციით თანამდებობები დატოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის და ფოთის პროკურორებმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორის თანამდებობაზე სავარაუდოდ ილია ჯალაღანიას კანდიდატურა განიხილება. ის გიზო უბილავას ჩაანაცვლებს, რომელიც საქმიანობას გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში გააგრძელებს.
ფოთის პროკურატურას კი ალექსანდრე გოგუაძის ნაცვლად, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კოკაია უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დროისთვის პროკურორის მოადგილედ მუშაობს. სად გააგრძელებს ალექსანდრე გოგუაძე საქმიანობას, ცნობილი არ არის.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები შეეხოთ სხვა ოლქის პროკურატურებსაც. მთავარ პროკურატურაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
კომენტარი