სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაიასა და ვატო ყიფიანის სკანდალური შეხვედრის დეტალები: რას ვერ პატიობენ ახალაიას?

სოზარ სუბარის ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი წერეთელი ვატო ყიფიანის დეიდაშვილია, ვატო ყიფიანი კი ისაა, ვინც დანარჩენი ქურდები გააფრთხილა, ბაჩო მე უნდა მოვკლა და არავინ გაბედოს დასწრებაო,- ამბობს თეა თუთბერიძე.

მისი ინფორმაციით, ვატო ყიფიანი და ბაჩო ახალაია რამდენიმე წლის წინათ ერთმანეთს ციხეში დაუპირისპირდნენ და ბაჩო ახალაიამ სწორედ მასთან დაპირისპირებით დაიწყო ციხეებში წესრიგის დამყარება, რასაც ბუნტი მოჰყვა. თეა თუთბერიძე ყიფიანისა და ახალაიას შეხვედრის გაუხმაურებელ დეტალებზე საუბრობს. ამ სკანდალური ისტორიას საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმნიუსი“ აქვეყნებს. თეა თუთბერიძე ამბობს:

„დღეს, როცა უმცირესობების წარმომადგენლების დეპუტატები სოზარ სუბარს შეხვდნენ მოთხოვნით, რომ ბაჩო ახალაია მე 7 საპყრობილიდან გადაეყვანათ სოზარი პრაქტიკულად არაფერს ამბობდა. ყველაზე მეტად ვინც ამ მოთხოვნას წინააღმდეგობა გაუწია ეს სოზარის მოადგილე, ირაკლი წერეთელი იყო, მან კატეგორიულად განაცხადა - ბაჩო ახალაიას იქედან არ გადაიყვანენო. ირაკლი წერეთელი რომ ვატო ყიფიანის დეიდაშვილია ჩვენ რამდენიმე წყაროსთან გადავამოწმეთ.

ვატო ყიფიანი კი არის ადამიანი, რომელმაც ყველა კანონიერ ქურდს უთხრა, თუ თქვენ ბაჩო ახალაიას ხელს დააკარებთ და რამეს უზამთ მე შეგიწირავთ, ბაჩო ახალაია მე უნადა მოვკლაო. - ეს არის ვატო ყიფიანის სიტყვები და ეს იცის ბაჩომაც და ვიცით ჩვენც მისმა მეგობრებმა. ახლა კი ბაჩოს 20 მეტრი აშორებს ქურდებთან. ვერ ვხვდები, მაშინ როცა სოზარი უმცირესობის დეპუტატებს უცხადებს, ჩვენ პატიმრები გვთხოვდნენ ბაჩოს თავს მერვეში და რომ არ გადმოგვეყვანა მეშვიდეში უმართავი პროცესები დაიწყებოდაო.

რას ნიშნავს ეს? გამოდის, რომ სოზარი ამ შემთხვევაში კრიმინალების მითითებებს ემორჩილება? თუ ასე საშიშები არიან მე-8 საპყრობილეში პატიმრები, მაშინ მე-7 საპყრობილეში, სადაც ბაჩო ახალაიას 20 მეტრი აშორებს ქურდებთან, სოზარი შეძლებს ახალაიას დაცვას?

ვატო ყიფიანი ციხეს მაშინ აკონტროლებდა როცა ბაჩო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი გახდა. მე არა მაქვს სამწუხაროდ ბაჩოსგან ამის თქმის ნებართვა. არც არავისთვის მითქვამს, დღეს პირველად თქვენთან ვამბობ. როდესაც ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი გახდა, ვატო ყიფიანმა შემოუთვალა რომ მასთან გადასულიყო კამერაში. ამან ბაჩო ძალიან შეაშფოთა, აბა რას ნიშნავს, როცა ვიღაც პატიმარი დაგიბარებს თავისთან?! მაგრამ, რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისულიყო და გაეგო რა უნდოდა ყიფიანს.

ყიფიანმა კი შესთავაზა: ნუ შემეხები და გპირდები არცერთ ციხეში არ გექნება ბუნტი, არცერთი პატიმარი არ გეყოლება უკმაყოფილო, ვერავინ იტყვის, რომ ძალით დაადებინეს „ობშიაკი“, გპირდები რომ არცერთი პატიმარი თავს არ მოიკლავს და არ გეყოლება ისეთი პატიმრები, რომლებმაც „ობშიაკი“ ვერ დადეს და ამის გამო მათ პრობლემები შეექმნათ. გამოყავი ადამიანი, რომელსაც ენდობი და ყოველი თვის ბოლოს 300 000 დოლარს მოგიტანენ კაბინეტში...

ამის შემდეგ ბაჩო ახალაიამ ზუსტად 15 წუთში დაგეგმა ვატო ყიფიანის გადაყვანა კომფორტული, ლუქს-კამერიდან ჩვეულებრივ საკანში. სწორედ ამას მოჰყვა ბუნტი ციხეში.

მაშინ მოხდა არა მარტო ვატო ყიფიანის, არამედ კანონიერი ქურდების და იმ კრიმინალური ავტორიტეტების გადაყვანა, რომლებიც ციხეს წლების განმავლბაში მართავდნენ. აი რას ვერ პატიობენ ბაჩო ახალაიას. ამ ყველაფერს ბუნტი მოჰყვა, რადგან მაშინ ეს ადამიანები თავისუფლად დასეირნობდნენ არა მარტო კომფორტულად მოწყობილ ციხის ოთახებში, არამედ ციხის გარეთაც. ჩვენ მერე ვნახეთ კიდეც თუ როგორ მოხდა წრიპას, (რომელიც წესით ციხეში უნდა ყოფილიყო) დაკავება აბანოში...

შეიძლება, ბაჩოსთვის ცუდს ვაკეთებ, როდესაც ამას ბაჩოს გარეშე გეუბნებით, მაგრამ ზუსტად აი ამას ვერ პატიობენ მას...-აცხადებს თეა თუთბერიძე „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბარში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100