სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატიმრის გალიაში მყოფი „ვლადიმირ პუტინის“ კადრები ინტერნეტჰიტად იქცა (ვიდეო)

გუშინ და დღეს ინტერნეტში ვრცელდება ვიდეორგოლი, რომელმაც მონტაჟის გამოცდილი მოყვარულებიც კი გააოცა. ვირტუალურად შესრულებული მონტაჟის შემდეგ ბევრს მართლა ეგონა, რომ სასამართლოს დარბაზში, პატიმრის გალიაში მყოფი პიროვნება, რომელიც სიუჟეტის ტექსტის მიხედვით „რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრია“, მართლაც ვლადიმირ ვლადიმირის ძეა, მით უმეტეს, რომ ვიდეორგოლში არის მომენტი, როცა რკინის ცხაურს მიღმა მყოფი „პატიმარი“ საკუთარ ვინაობას - „პუტინი ვლადიმირ ვლადიმირის ძე“ ასახელებს.

ვიდეოს გამვრცელებლებს რუსეთის სპეცსამსახურებმა, ჯერჯერობით, ვერ მიაკვლიეს, ოხუნჯმა ბლოგერებმა კი, როგორც ჩანს, წაშლისგან თავის დაზღვევის მიზნით, „იუთუბზე“ ვიდეო რამდენჯერმე ატვირთეს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100