სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ფერმერების მოთხოვნები და ასევე, გადადგან ნაბიჯები პურის ფასის შესამცირებლად” - გიორგი კაპანაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კაპანაძე სოლიდარობას უცხადებს ქართველ ფერმერებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ფერმერების მოთხოვნები და ასევე, გადადგან ნაბიჯები პურის ფასის შესამცირებლად.

"სოლიდარობა და მხარდაჭერა ქართველ ფერმერებს, რომლებიც ხელისუფლების კორუფციული პოლიტიკის წყალობით, ხორბლის თვითღირებულებაში რეალიზაციასაც კი, ვეღარ ახერხებენ.
იმის გამო რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსული ფქვილი შემოდის, ქართველ ფერმერებს შარშანდელი მოსავალი უფუჭდებათ.
ეს მაშინ, როდესაც საქართველო, ხორბლის საჭირო რაოდენობის მხოლოდ 15 პროცენტს აწარმოებს.
ამავე დროს, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ფქვილის ფასი, თუმცა, ხელისუფლების კორუფციული პოლიტიკიდან გამომდინარე, პური არ გაიაფებულა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ქართველი ფერმერების სამართლიანი მოთხოვნები და ასევე, გადადგან ნაბიჯები პურის ფასის შესამცირებლად, რაც ამ მომენტისათვის, სრულიად რეალურია.
ქართველი ფერმერების მხარდაჭერა და პურის გაიაფება, მნიშვნელოვნად დაეხმარება ოლიგარქიული მმართველობით დაჩაგრულ, კიდევ უფრო გაღარიბებულ და მძიმე დღეში ჩავარდნილ ხალხს".- წერს გიორგი კაპანაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100