სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 სექტემბერს ქუთაისში +20 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +14გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ფოთშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში ნალექიანი დღეა. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +2ო, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. გორშიც წვიმს. +23 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი. გუდაურშიც ნალექიანი დღე მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +17, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც წვიმს, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +26 გრადუსია მოსალოდნელი,ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. რუსთავშიც წციმაა მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია მცირე წვიმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100