სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბევრი რამ არ მჯერა - თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი" - ვახტანგ მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე

თუ მოკ­ვდა, ვი­ტყვი, რომ შევ­ცდი - 84 ადა­მი­ა­ნი ზის ცი­ხე­ში ლე­გა­ლურ მცე­ნა­რე­ზე, 84 ადა­მი­ან­ზე უფრო მე­ტად ვნერ­ვი­უ­ლობ, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე“ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, არ სჯე­რა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბის. რო­გორც მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ბევ­რი რამ შე­უ­სა­ბა­მოა. "ადა­მი­ა­ნი 47 დღეა შიმ­ში­ლობს. ჩვენს თვალ­წინ ჩვე­ნი კო­ლე­გა პარ­ლა­მენ­ტში შიმ­ში­ლობს, რომ ვუ­ყუ­რებ, გე­ში­ნია უფრო ცუ­დად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, რა­ღაც არ და­ე­მარ­თოს. აქ რომ 3-ჯერ მეტი ხა­ნია შიმ­ში­ლობს, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამ პე­რი­ოდ­ში არ მომ­ხდა­რა და მთე­ლი ეს დრო იძახ­დნენ, რომ დღეს თუ არა ხვალ, შე­იძ­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გი მოხ­დეს. ბევ­რი რამ არ მჯე­რა, ბევ­რი რამ შე­უ­სა­ბა­მოა. თუ მოკ­ვდა, ვი­ტყვი, რომ შევ­ცდი. მაჩ­ვე­ნე რამ­დენ კა­ლო­რი­ას იღებს, მისი ანა­ლი­ზე­ბი და ნიკა გვა­რა­მი­ას პრო­პა­გან­დით კი არ გა­დავ­წყვეტ, ჩე­მით გა­დავ­წყვეტ. 80 ადა­მი­ა­ნი გვიკ­ვდე­ბა ყო­ველ დღე კო­ვი­დით, 84 ადა­მი­ა­ნი ზის ცი­ხე­ში ლე­გა­ლურ მცე­ნა­რე­ზე, 84 ადა­მი­ან­ზე უფრო მე­ტად ვნერ­ვი­უ­ლობ, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100