სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აგებთ ბატონო კალაძე და ჯობს, ამ მეთოდებისგან თავი შეიკავოთ - ნიკა მელია

თბილისში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია მმართველ გუნდს მიმართავს და მოუწოდებს,
რომ დამარცხება აღიარონ. ნიკა მელიას თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას ძალადობით ცდილობს.

"თუ პოლიტიკაში ხართ თუ თავი პოლიტიკოსად მოგაქვთ, უნდა შეეგუოთ, რომ ხან წააგებთ, ხან მოიგებთ ამჯერად აგებთ ბატონო კალაძე და ჯობს, ამ მეთოდებისგან თავი შეიკავოთ. თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, როგორც რიგითი მოქალაქე, თქვე ძალიან სუსტები ჩანხართ, ნირწამხდრები და სასოწარკვეთილები.

უკვე ბევრი დღეა, რაც გამარჯვებას ვერ ასხივებთ, მაგრამ ახლა რასაც სჩადიხართ, ეს პირდაპირი აღიარებაა მარცხისა. ჩემზე კარგად ხომ იცით, რომ წაგებული გაქვთ არჩევნები. რა გგონია, ახლა შუქს ჩააქრობთ, ყუთში ბიულეტენებს ჩაყრით, არ გეყოფათ. ხალხის ძალა უპირატესია, როცა ხალხი მასიურად მისდის არჩევნებზე არანაირი გაყალბება აღარ გშველით",-თქვა ნიკა მელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100