სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კრიმინალი, ქვეყნის გამყიდველი და მრუში ხარ!" - ჭყონდიდის ეპარქიის მღვდლები მეუფე სტეფანეს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

"კრიმინალი ხარ, ქვეყნის გამყიდველი და მრუში" - ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც მეუფე სტეფანეს ეპარქიის მღვდლები დაუპირისპირდნენ. მათ მოსმენებთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდათ, იმ ბრლდებებთან, რასაც მეუფე სტეფანე მათი მისამართით ახმოვანებდა. მათთვის რამდენიმე ჩანაწერის შინაარსი იყო ცნობილი.

ცნობილია, რომ გარდა სატელეფონო მოსმენებისა, კრებსებში ტაძრებში ჩანერგილი ადამიანების მიერ გატანილი ინფორმაციაცაა მოხვედრილი. მღვდლებს მეუფე სტეფანესთან შეკითხვები სწორედ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

მეუფე სტეფანემ მათთან საუბარი არ ისურვა და მღვდლებს კრიმინალები უწოდა. მათ კი მიტროპოლიტი უღირს და მეუფესთვის შეუფერებელ საქციელში დაადანაშაულეს. ნახევარსაათიანი მცდელობის შემდეგ, მეუფე სტეფანე ეპარქიასთან არსებული სკოლის შენობაში შეუშვეს, სადაც ის ამ წუთებში პედაგოგებს ხვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100