წარმოიდგინეთ, აფხაზი რომ 112-ში დარეკავს, მიშველეთო და თქვენი კი არა ჩვენების ადგილი არ გვაქვსო და ყურმილს უკიდებენ - გვარამია
"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ღარიბაშვილს ვინმემ გააგებინეთ, რომ ოსი და აფხაზი ახალგაზრდები ქართულ ტელევიზიაში რას უყურებენ კი არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი განადგურების პირასაა კორონასგან და ხალხი იქედან რეკავს და შველას ითხოვს. და რა? - აქ პასუხობენ, თქვენი კი არა ჩვენების ადგილი არ გვაქვსო და ყურმილს უკიდებენ. და არა მხოლოდ იქაური ქართველები, ეთნიკური ოსებიც და აფხაზებიც.
წარმოიდგინეთ, აფხაზი რომ 112ში დარეკავს, ენგურზე გადმოვალ და მიშველეთო, და ამ პასუხს რომ მიიღებს. საქართველოს მთავრობა სამარცხვინოები ხართ და ქვეყნის დამაქცევრები" - წერს გვარამია.
კომენტარი