სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურა ტარყაშვილის შემზარავი მკვლელობა - რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში ირაკლი აგლაძე, რომელსაც სასამართლომ დაუსწრებლად 31 წელი მიუსაჯა?

ბოლო დროის ერთ-ერთი სასტიკი მკვლალობა დედაქალაქის ცენტრში - 9 წლის წინ მოხმდარი შემზარავი დანაშაულითვის ძებნილი პოლიციამ გუშინ დააკავა.

23 წლის ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული ირაკლი აგლაძე უკვე პენიტენციურ დაწესებულებაშია და ადვოკატი მასთან შესახვედრად ემზადება.

მედიასთან დუმილი დაარღვია დაკავებულის მამამ. ზაზა აგლაძე მოკლულის ოჯახის ბრალდებების საპასუხოდ ირწმუნება, რომ მმართვალ პარტიასთან მას არავითარი კავშირი არ აქვს.

აგლაძისთვის უცნობია რა მიზნით ჩამოვიდა მისი შვილი სამშობლოში, რომალსაც სასამართლომ დაუსწრებლად 31 წელი მიუსაჯა.

"კლასელი იყო ის გარდაცვლილი და მაშინ მარტივად, მიშას დრო იყო, მოგეხსენებათ, ქალაქში მკვლელობა მოხდა, ვინც მოძებნეს უცბად, ეს იყო და ეს. შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, არსად არ ჩანს კადრებში, ჩემ შვილს მე არ ვცნობ? ერთი მოწმე ამბობს, რომ არის მსუქანი, გაუპარსავი, ხუჭუჭა, მეორე ლამაზი, სისულელეებია. ყველა ხელისუფლებასთან ვარ გარიგებული? მიშას დროს გარიგებული ვიყავი, ამათ დროს გარიგებული ვარ, კარგით რა", - ამბობს ზაზა აგლაძე.

დაკავაბულის მამა დარწმუნებულია, რომ ირაკლი აგლაძე მკვლელობაში დამნაშავე არაა.

უცვლელია ზურა ტაყრაშვილის ოჯახის მოთხოვნა - ტარყაშვილები მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. გარდაცვლილი ბიჭის დედას, თამილა კოჭლამაზაშვილს იმედი არ აქვს რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში სამქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგება.

თამილა კოჭლამაზაშვილი მკვლალობაში მონაწილე კიდევ ორ გვარს ასახელებს - მისი თქმით, მინდია გოგოჭურმა და დავით ჯოხაძემაც უნდა აგონ პასუხი.

ოჯახის ინფორმაციით, აგლაძე 9 წლის განმავლობაში სომხეთსა და რუსეთში ცხოვრობდა და საზღვარი არაერთხელ გადმოკვეთა. ისინი ეჭვობენ, რომ ხელისუფლებაში მყოფი გავლენიანი პირების დახმარებით აგლაძეს სასჯელს შეუმსუბუქებენ.

23 წლის ზურაბ ტარყაშვილი 2011 წელს, რუსთაველის გამზირზე 11 ტყვიით მოკლეს. აქედან სამი იყო საკონტროლი თავში. ტარყაშვილი დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100