ექიმებს სამი წლის ბავშვი უნდა გადმოეყვანათ, რათა მისთვის გული გადაენერგათ, თვითმფრინავმა კი ავიაკატასტროფა განიცადა
არგენტინაში ჩამოვარდა სამედიცინო თვითმფრინავი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ორი სამედიცინო მუშაკი, ორი კი ეკიპაჟის წევრი იყო.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი ქალაქ ესკელის აეროპორტში დაფრენამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვარდა.
შემთხვევა დღეს მოხდა და ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწიათ მგზავრებს და არიან თუ არა დაღუპულები.
გავრცელებული ინფორმაციით სამედიცინო ეკიპაჟი ქალაქში სამი წლის ბავშვის გადმოსაყვანად მიდიოდა, რომელსაც გული გადანერგვა სჭირდებოდა.
უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი