პომიდვრის სალათი „კაპარით“
მასალა:
პომიდორი - 3 ცალი
ხახვი - 1 თავი (წითელი)
კაპარი - 1 ჩ/კ (კაპერსი)
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
ღვინის ძმარი - 3 ს/კ
მარილი - გემოვნებით
წიწაკა - გემოვნებით
ამ სალათის გაკეთება ძალიან ადვილია, კეთდება 5 წუთში. უხდება მწვადს და ნებისმიერ ხორცის კერძს. გავრეცხოთ პომიდორი. დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ხახვი და კაპარი წვრილად დავჭრათ. ცალკე ჯამში ძმარი და ზეთი ერთმანეთში ავურიოთ, ჩავყაროთ ჯამში დაჭრილი კაპარი, ხახვი და კარგად ავურიოთ. ამავე ჯამში ჩავყაროთ დაჭრილი პომიდორი, დავაყაროთ მარილი, წიწაკა და ყველაფერი კარგად ავურიოთ.
კომენტარი