სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია Reebok ცრუ რეკლამისთვის 25 მილიონით დააჯარიმეს (ვიდეო)

რეკლამა რომ ხშირად შეიცავს სიცრუეს და ეს სიცრუე რომ პროდუქციის პოპულარიზაციისთვისაა გამიზნული, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ მსოფლიოში ცბნობილმა ბრენდმა Reebok-მა აშკარად გადააჭარბა, როცა ე.წ. „მატონიზირებელი ფეხსაცმელების“ რეკლამა ჩაუშვა. “toning shoes” სარეკლამო კამპანიას სკანდალი მოჰყვა. კომპანიას 25 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. ვერცერთმა ცნობილმა და აღიარებულმა გამოკვლევამ ვერ დაადასტურა, რომ სარეკლამო ტექსტში ნათქვამი სიტყვები და ის მონაცემები, რაც ამ რეკლამას სდევდა თან, სიმართლე იყო: საბოლოო ჯამში Reebok ელასტიურ და მოქნილ კუნთებს ჰპირდებოდა ფეხსაცმლის მყიდველებს, სარეკლამო კადრების მიხედვით კი აქცენტი ქალებზე და მათი სხეულის ორივე „თვალწარმტაც“ ნაწილზე - მკერდსა და დუნდულა კუნთებზე კეთდებოდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100