სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მთლიანი ყელი და ტანი გადაჭრილია" - ქუთაისის ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა

ქუთაისის მეორე საპყრობილეში პატიმარმა თავი მოიკლა. 25 წლის წლის ემილ ხოფერიას ოჯახი ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს.

მათი განცხადებით, დედის გარდაცვალების შემდეგ, ადმინისტრაციას პატიმრისთვის მეტი ყურადღება უნდა მიექცია. მათივე მტკიცებით, ცხედარი დასახიჩრებულია, რის გამოც ისინი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ. ხოფერიებისთვის საეჭვოა გარდაცვლილის ის წერილიც, სადაც ბრალდებული თვითმკვლელობაზე საუბრობს. ემილ ხოფერია ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, მას სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 თვის შემდეგ უნდა დაეტოვებინა.

"მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, მერე არ ვიცი მორგში ხომ მიჰყავთ, რა გააკეთეს ამოუჭრეს რამე? რა საჭირო იყო იმხელა გადაჭრები, მთლიანი ყელი გადაჭრილია და ტანი"- აცხადებს გარდაცვლილის დეიდა, ვიოლეტა ხოფერია.

გარდაცვლილის ბიძა, ავთანდილ ხოფერია კი ამბობს, რომ არსებული გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ პატიმარს თვითმკვლელობის ჩადენისკენ უბიძგეს.

"წერილი არის ქართულად დაწერილი, ქართულად არ წერდა ის. კარგი კალიგრაფიით და ძაან დალაგებული აზრით, ეგ რუსულ სკოლაში სწავლობდა, ქართული არ იცოდა" - აცხადებს გარდაცვლილის ბიძა, ავთანდილ ხოფერია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100