დღეს სოხუმში ცენტრი "არჩევნები 2011" გაიხსნება
სოხუმში, სახაროვის ქუჩაზე დღეს, საინფორმაციო ცენტრი “საპრეზიდენტო არჩევნები – 2011″ გაიხსნება.
სააგენტო “აფსნი პრესის” ცნობით, ცენტრი მედიასაშუალებების, საარჩევნო პროცესის მონაწილეების, დამკვირვებლებისა და უცხოელი სტუმრებისთვის იმუშავებს.
ცენტრის პრეზენტაციის შემდეგ პრესკონფერენციას დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თვმჯდომარე ათალ ტაბაღუა გამართავს.
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოსთვის არის დანიშნული.
კომენტარი