სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაგდა პაპიძე: თუ მისთვის მნიშვნელოვანია ის მანქანა, რომელშიც ჩემმა შვილმა თურმე სული დალია, თოკომ ბოლო წუთები დაჰყო, დაე, იყოს, მისი

ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობისთვის მსჯვარდებული მაგდა პაპიძე ქონებრივ დავას არ აპირებს. როგორც ცნობილია, პაპიძის მეუღლის, ომარ ქაფიაშვილის დედამ, ლილი მინდიკაურმა მის წინააღმდეგ ქონებრივი დავა დაიწყო. როგორც ჯი-ეიჩ-ენ-თან საუბარში ლილი მინდიკაური აცხადებს, მას ყველა იმ ნივთის მოშორება სურს, რომელიც პაპიძესთანაა დაკავშირებული.

„ჩემი ორი სიცოცხლე დამიბრუნონ და მანქანას კი არა, სიცოცხლეს დავუთმობ. არც მანქანა მაინტერესებს და არც ფული, უბრალოდ, იმასთან, რასაც ის ქალბატონი ეხებოდა, არ მინდა საერთოდ რამე კავშირი მქონდეს და ასეც მოვიქეცი, სახლიდან ყველაფერი გავიტანე. მხოლოდ მანქანა დარჩა, მინდა, რომ ესეც მოვიშორო. ამის გაყიდვის უფლება კი არ მაქვს, სანამ ზოგად მემკვიდრეობას არ ავიღებ. სარჩელი ამასთან დაკავშირებით შევიტანე. რას მედავებიან და რა კომენტარებს აკეთებენ, ჩემამდე არ მოდის.

თავად პაპიძის პოზიცია კი ამ საქმესთან მიმართებაში ჯი-ეიჩ-ენს“ მისმა ადვოკატმა, ირმა ბრელიძემ გააცნო. ის ორი დღის წინ პაპიძეს საპყრობილეში შეხვდა.

მაგდა პაპიძე ამბობს, რომ დავას არ აპირებს. ყველაფერი ცეცხლსაც წაუღია, შეუძლია წაიღოს, იჩუქოს, დაწვას, გაანადგუროსო. არც არასდროს გამიელვებია თავში რომ ან მანქანა მომეთხოვა, ან მემკვიდრეობიდან წილი. თუ მისთვის მნიშვნელოვანია ის მანქანა, რომელშიც ჩემმა შვილმა თურმე სული დალია, თოკომ ბოლო წუთები დაჰყო, დაე, იყოს, მისი. სასამართლოზეც აუცილებლად მივალ და ჩემს სათქმელს ვიტყვიო, - ეს პოზიცია აქვს მაგდას.

ის ამბობს, მე თუ მკვლელად მივაჩნივარ, სახლში ყველაფერი ჩემი თანხითაა შეძენილი, გარემონტებული, მანქანაც დედაჩემის ნაყიდია, წესით და რიგით, შვილის და შვილიშვილის მკვლელის ნივთები უნდა აღიზიანებდეს, მათ ქუჩაში უნდა ყრიდეს, სასამართლოთი კი არ ითხოვდეს. არანაირი პრეტენზია მაქვს, გამოიტანოს და დაწვას ყველაფერი, თორნიკე დავკარგე და ჩემთვის აღარაფერს აქვს ღირებულება და მნიშვნელობაო, - ასე დამაბარა თქვენთან პაპიძემ“, - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს“ ირმა ბრელიძემ.

რაც შეეხება ავტომობილს, რომელიც დავის საგანი გახდა, როგორც ადვოკატი აცხადებს, ის მაგდა პაპიძის დედის ნაყიდია.

„ავტომობილი ომარ ქაფიაშვილის სახელზეა. როგორც ჩანს, მინდიკაურმა ნოტარიუსს მიმართა, რომ ავტომობილი მემკვიდრეობით გადაეფორმებინა, ნოტარიუსმა კი უარი უთხრა, რადგან პირველი რიგის მემკვიდრე მაგდაა და მისი თანხმობაა საჭირო. ამიტომ ამ ქალბატონმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომ მაგდას როგორც მემკვიდრის უფლება ჩამოართვან. არადა, ვიმეორებ, აღნიშნული ავტომობილი მაგდას დედის ნაყიდია, უბრალოდ ომარიმ გაიფორმა თავის სახელზე. ქაფიაშვილის დედამ იცის, რომ ამ მანქანის ყიდვაში მისი შვილის ერთი თეთრიც არ ურევია“, - აცხადებს ადვოკატი.

ამასთან დაკავშირებით კი მინდიკაურს თავისი პოზიცია აქვს.

„ერთი რამ მაინტერესებს, ლანა პაპიძეს და ქალბატონ ლია შამუგიას თუ ახსოვთ მათმა დამ და შვილმა, მაღაზია რომ გაძარცვა, იმ ვალის გადასახდელად ჩემმა შვილმა თავისი ნაყიდი მანქანა რომ გაყიდა? ამას რატომ არ ამბობენ? ამას გარდა, ოქროული, რომელიც ჩემი შვილისაც იყო, აიღეს და წაიღეს, რაზეც ხმა არ ამომიღია. რას მედავებიან ვერ გავიგე“, - აცხადებს მინდიკაური.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100